"კოსტაობა" არშფერენში

"კოსტაობა" არშფერენში

დღეს, 12 საათზე, ოსებით დასახლებულ ლაგოდეხის რაიონის სოფელ არშფერენში, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში  საზეიმო ღონისძიება "კოსტაობა"გაიმართება, რომელიც გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო  მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 153 წლის იუბილეს ეძღვნება. 

 

"კოსტაობაზე" დაგეგმილია  საზეიმო კონცერტი, ჭიდაობა, დოღი,  ქართული და ოსური კულინარიის დეგუსტაცია.

 

იუბილე აღინიშნება საერთაშორისო ორგანიზაცია "კავკასიური მოზაიკას" ინიციატივით. ღონისძიების პარტნიორია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: