აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტს სტატუსის შეცვლას უპირებენ

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტს სტატუსის შეცვლას უპირებენ

ხვალ, ბიუროს სხდომაზე აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის სტატუსის შეცვლა განიხილება. ამ დეპარტამენტის სტატუსს ქართული კანონმდებლობა არ ცნობს, რადგან მაუწყებლობას სიხშირე არ გააჩნია. 

 

ტელევიზია ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითხოვს, რისთვისაც აუცილებელია მინიჭებული ჰქონდეს რეგიონის სტატუსი.

 

სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, 5-კაციანი გუნდი შედგება, რომლის შესაქმნელად აჭარის მთავრობა კონკურსს გამოაცხადებს. დამტკიცებული გუნდი მომუშავე ჯგუფის შემადგენლობასაც განსაზღვრავს და ტელევიზიის პოლიტიკასაც.  

 

აჭარის ტელევიზიის ამჟამინდელი სტატუსით ბიუჯეტიდან დაფინანსებას აპროტესტებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის"" ხელმძღვანელი გენო გელაძე. იგი აცხადებს, რომ თუ აჭარის ტელევიზია არ შეიცვლის სტატუსს, იგი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს. მას ეთანხმება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც"".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: