თვითგადარჩენის ინსტიქტი-გაატარებს თუ არა ხელისუფლება რეფორმებს?
"მე ვხედავ, რომ ძალიან მონდომებულია ხელისუფლება, ამის წყალში გადაყრა არ შეიძლება, ისინი აკეთებენ ყველაფერს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში" - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მუშაობას, ბოლო დღეების განმავლობაში და აქვე განმარტავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი. "ჩვენ შეიძლება ვიდავოთ იმაზე - რამდენად უნარიანები არიან ისინი და არა იმაზე, რომ რამეს სწორად აკეთებენ თუ არა" - აცხადებს ხუხაშვილი და აქვე დასძენს, რომ ამ ხელისუფლების ხარვეზია რომ მათ არ აქვთ ეფექტური მენეჯმენტის კარგი გამოცდილება.
"ყველა ადამიანს არ აქვს მენეჯმენტის იდეალური თვისებები და ამ ხელისუფლების ხარვეზია რომ მათ არ აქვთ ეფექტური მენეჯმენტის კარგი გამოცდილება, მაგრამ ისიც უნდა დავინახით, რომ მაქსიმუმს აკეთებენ, ანუ მაქსიმალურად ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი. თუ რამე არ გამოსდით ეს არ არის მათი დანაშაული, ყველა აკეთებს ყველაფერს, თავისი უნარებიდან გამომდინარე. ჩვენ შეიძლება ვიდავოთ იმაზე - რამდენად უნარიანები არიან ისინი და არა იმაზე, რომ რამეს სწორად აკეთებენ თუ არა. ისინი ცდილობენ ყოველ შემთხვევაში და ეს უნდა დავინახოთ. ყველაფერი კარგად არ გამოსდით, ჩრდილიც მიადგა ამ პროცესს, ზოოპარკის დირექტორთან დაკავშრებით ამ უცნაურ სიტუაციას, მაგრამ ასე ხდება, როცა სტრესულ ვითარებაში მიმდინარობს ყველაფერი. შეიძლებოდა თუ არა უფრო ეფქტურად - შეიძლებოდა რა თქმა უნდა.
აქვს თუ არა ხელისუფლებას ეს მინუსი, რომ ეფექტურობის დეფიცი აქვს - კი ბატონო აქვს. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში ცვლილებები გარდაუვალია. ესეთი დრამატული მოვლენები, ზემოქმედებს პოლიტიკურ პროცესზე, დინამიკას ცვლის, რა თქმა უნდა ანელებს ასეთი რაღაცა, იმიტომ, რომ ადამიანი პოლიტიკური ბატალიები უკანა პლანზე გადადის და შესაბამისად არავისა ამისთვის არ სცალია და არც არის სწორი პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბარი, მაგრამ დიდხანს ვერ გაგრძელდება, ერთი თვით იქით ერთი თვით აქეთ, ეს პოლიტიკური პროცესის ლოგიკაში სამწუხაროდ არაფერს არ ცვლის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული მმართველობოითი კრიზისი, სისტემური ცვლილებები გარდაუცვალია, ეს თითონ ხელისუფლების ინტერესებშია, იმიტომ, რომ ხელისუფლება თუ რადიკალურ ცვლილებებს არ მოახდენს ქვეყნის მენეჯმენტ სისტემაში, მასვე შეექმნება საბოლოო ჯამში პრობლემები და პირველ რიგში თვითოონ დაზარალდება, ასე, რომ მე რასაც ვამბობდი ისევ იმ აზრზე ვრჩები, იმიტომ, რომ ეს მმართველობითი კრიზისი საბოლოო ჯამში თუ ასე გაგრძელდა გადაიზრდება პოლიტიკურ კრიზისში, ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება და ა.შ და აშ. ასე, რომ თუნდაც თვითგადარჩენის ინსტიქტმა ხელისუფლებას უნდა უბიძგოს, იმისკენ, რომ რადიკალური რეფორმა გაატაროს მართველობითი სისტემის,"- აცხადებს გია ხუხაშვილი.
„პირველირადიო“