ვინ სთხოვს ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას?
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საჭიროა, რადგან ქვეყანაში ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ის უნდა დაბრუნდეს:
"ყველანაირი კატასტროფა ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ნამდვილად საჭიროა...დიახ, ვფიქრობ, რომ დღეს არის ის სიტუაცია, როცა ქვეყანასა და ქართველი ხალხს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სჭირდება!...ეს ქართველ ერში მომავლის იმედსა და რწმენას გააძლიერებს, საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ ნიჰილიზმს დაამარცხებს...ახლა ვიღაც იტყვის, ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნება უნდა და სოსოს ალაპარაკებსო. არავინ მალაპარაკებს, გულწრფელად ასე ვფიქრობ და ყოველთვის ასე ვფიქრობდი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიმეორებ -ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს!" განაცხადა ჯაჭვლიანმა "ასავალ დასავალთან"
წყარო "ასავალ დასავალი"