რატომ უნდა გვიყვარდეს იუმორი!
„ერთ დროს“ უფლის მარჯვენა ხელი - მთავარანგელოზი, ღმერთს განუდგა და „მარგინალი ოპოზიციონერი“ გახდა!
შემდეგ ამდენი ბოღმით და ღვარძლით, მუტაცია დაეწყო, მოეშალა ენდოკრინული სისტემა, ამოუვიდა ბანჯგვლები, რქები, ჩლიქები... გაეზარდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, კუდი! იფიქრა, რაში გამოვიყენო ძალაო და შექმნა სამოთხის სრულიად საწინააღმდეგო რამ - „ჯოჯოხეთი“.
ამის შემდეგ იწყება ზოგადსაგალაკტიკო პროცესები, ბრძოლა ბოროტებასა და სიკეთეს შორის, ანუ ბრძოლა უფალსა და სატანას შორის! როგორც ბოროტება, ანუ სატანა, ასევე სიკეთე, ანუ უფალი, არამატერეიალური სუბსტანციაა, უსხეულო მოვლენა და ამ ორი ველის (პირობითად ასე დავარქვათ) შესაძლებლობები განუსაზღვრელია! ბოროტება ებრძვის ყოველივე კეთილშობილსა და სათნოს! სიკეთე იცავს ყოველივე კეთილშობილსა და სათნოს ბოროტებისგან!
ბოროტებას ყავს თავისი განსხეულებული „თანაშემწეები“ დედამიწაზე, ისევე, როგორც სიკეთესაც ყავს თანაშემწეები და განსხეულებული შემსრულებლები!...
და ვიდრე იარსებებს სიკეთე და ბობოტება, იქნება ომი და მშვიდობა, დაბადება და გარდაცვალება, ეგოისტი და მოწყალე-ქველმოქმედი, შურიანი და უშურველი, მიშა და ბიძო!
შეიძლება თუ არა საკრალურ თემებზე ხუმრობა? შეიძლება, თუ ხუმრობა დაცინვის, შეურაცყოფის ელემენტებს არ შეიცავს!
თვით მაცხოვარი იყო სავსე იუმორით - სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო - იუმორი სიკეთის ნაწილია და მუდამ ებრძვის ბოროტებას!
თამაზ ჭეიშვილი