ფასდაკლება სტუდენტებისთვის
"ახალგაზრდა სტომატოლოგთა სამეცნიერო ფედერაცია" სტუდენტებს ფასდაკლების ორ პაკეტს სთავაზობს. ახალი ფასდაკლებით სტუდენტებს შეუძლიათ მკურნალობის "გაიღიმეთ თავისუფლად" ან "ღიმილი +" პაკეტი აირჩიონ.
"გაიღიმეთ თავისუფლად" 150-ლარიანი პაკეტი სტუდენტებს 7 ტიპის მომსახურებას, მათ შორის ლაზერით ღრძილების მკურნალობას, კარიესული კბილის მხატვრულ რესტავრაციას, ქირურგიულ მომსახურებას და სხვ. სთავაზობს. ხოლო 200-ლარიან პაკეტში "ღიმილი+" შედის კბილების გათეთრება, რაც ჩვეულებრივ 400 ლარამდე ჯდება.
"სტუდენტი გადაიხდის 150 ლარს, დანარჩენს გრანტი დაფარავს. ამ 150 ლარში რამდენი კბილიც ექნება გასაკეთებელი, ყველას ვუმკურნალებთ, ისე როგორც ამას თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს", - ამბობს ახალგაზრდა სტომატოლოგთა სამეცნიერო ფედერაციის დირექტორი ცირა სუხაშვილი.
აქცია დეკემბრიდან დაიწყება და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სტუდენტებს მოემსახურებიან "ციტო დენტისა" და "ნიუ დენტის" ექიმები. რეგისტრაციისთვის საჭიროა დარეკოთ ნომერზე: 597 323 888