როგორ ესმოდათ მასწავლებელი ჩვენს წინაპრებს და როგორ ზრდიდნენ მომავალ თაობებს!

როგორ ესმოდათ მასწავლებელი ჩვენს წინაპრებს და როგორ ზრდიდნენ მომავალ თაობებს!

საქართველოში სიტყვა მასწავლებელი IV საუკუნიდან დამკვიდრებულა. მოძღვარი ეწოდებოდა ყველა მასწავლებელს, როგორც საერო, ისევე სასულიერო სკოლაში. 

 

IV-V საუკუნეებში მოძღვარ-მასწავლებელი ყოფილა. X-XI საუკუნიდან იგი ადამიანის წინამძღოლს, მისთვის სწორ გზაზე დამყენებელსაც ნიშნავდა (ასე გაიგებოდა ეს ტერმინი “სახარებასა“ და “ “ხელმწიფის კარის გარიგებაში“). 

 

ნიშანდობლივია, რომ XVII-XVIII საუკუნეების საქართველოს ეკლესია-მონასტრებში მოძღვარი მეცნიერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა და მოწაფეებიც ჰყავდა. ის მოსწავლეებს სულიერ ხელმძღვანელობასაც უწევდა და რომელიმე ხელობასაც ასწავლიდა. 

 

მასწავლებლობა შიდა ადამიანური მოწოდებაა. ყველას როდი შეუძლია სხვისი შვილის შეყვარება და მასზე ზრუნვა. 

 

“სიბრძნე სიცრუისას“ ლეონი მასწავლებლადაა დაბადებული. მას არც რაიმე სპეციფიკური განათლება ჰქონდა და არც რომლიმე უნივერსიტეტში უსწავლია - მისი სკოლა ცხოვრება იყო. მას შესანინავად ჰქონდა ათვისებული მრავალი დარგი და სპორტის სხვადასხვა სახეობაც. 

 

ასეთი დასკვნა შეიძლება არასწორი იყოს ლეონის ცოდნის შესაფასებლად, რადგან,  მისი პასუხები და განსჯის უნარი მოპაექრეებთან იმდენად მაღალ დონეზეა, რომ საეჭვოა ეს მას ქუჩაში ხეტიალით ესწავლა. 

 

საინტერესოა ერთი ფაქტი: შუა საუკუნეების უნივერსიტეტში სტუდენტი კურსს “აქა-იქ სვლით“, მოგზაურობით ხურავდა. არაერთ მსგავს ფაქტს ვხვდებით რეალურ ცხოვრებაშიც, მაგალითად, მამა-შვილი ნიკო და შალვა დადიანები არასდროს ყოფილან სკოლის მოსწავლეები, გორკიც ხომ  “აქა-იქ სვლით“ სწავლობდა...

 

XVII-XVIII საუკუნეების სკოლებში სწავლა ფიზიკური ცემის, “ძალის“ პედაგოგიკაზე იგებოდა. მასწავლებელი მოსწავლეს თუ გაჯოხავდა, ეს მოსწონდათ კიდეც მშობლებს. მეტიც, მშობლებს შვილი თუ გააბრაზებდა, ჯიუტ შვილს მოწვეულ მასწავლებელს გააჯოხინებდნენ. სწავლებაში ცემის აუცილებლობას არჩილ მეფე,  ვახტანგ VI  და დავით გურამიშვილიც იცავდნენ. 

 

ის პირველად იან ამოს კომენსკიმ დაგმო, თუმცა, როგორც გამონაკლისი,  დაუშვა ზნეობრივი აღზრდის პროცესში, სულხან - საბამ კი საერთოდ  უარყო  ბავშვების გაროზგვა. იგი თვლიდა, რომ  სწავლის შეყვარება მხოლოდ სიტყვით შეიძლება - მასწავლებელს  მოსწავლესთან თქმაც სჭირდება და ქმნაც - მოქმედება, ტაქტი და ხელოვნებაო. საბასეულმა პედაგოგიკამ შთააგონა ვახტანგ VI -ს ეთქვა: “ცემა გვმართებს აღმზრდელისა, რა ყმა ნახო ცუდად ზრდილი!“

 

 

                  მოამზადა ია ჯღარკავამ

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: