კახი კახიშვილის ახალი ინიციატივა

კახი კახიშვილის ახალი ინიციატივა

სასჯელაღსრულების სამინისტრო სასჯელის მოხდის  ახალი ფორმის- შინაპატიმრობის  უზრუნველსაყოფად  200 სამაჯურს შეიძეს.  განცხადება ამის შესახებ, სასჯელაღსრულების მინისტრმა  კახი კახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

 

კახიშვილის განმარტებით, თავდაპირველად სამაჯურებით, რომელთა შესყიდვა ამერიკული კომპანიისგან მოხდება, არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.

 

"შინაპატიმრობა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის სექტემბრიდან. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს და 30 ქვეყანაში ამუშავებს ელექტრონულ სამაჯურებს შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად. უკვე გვქონდა მასთან მოლაპარაკებები. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველად ვგეგმავთ შევიძინოთ 200 ერთეული შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით და მომსახურებით.

 

ეს იქნება ახალი ეტაპი მართლმსაჯულების სფეეროში, რადგან მსგავსი მექანიზმი პირველია რეგიონში. სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში პატიმრების რაოდენობას", - აღნიშნა კახიშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: