ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რა უპატაკა ნოდარ ხადურმა ირაკლი ღარიბაშვილს?!

რა უპატაკა ნოდარ ხადურმა ირაკლი ღარიბაშვილს?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან, ნოდარ ხადურისგან მოისმინა. 

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 151 მილიონ 200 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 66%-ი, 9 თვის გეგმის 89%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 11%-ით აღემატება.

 

"2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი, რაც წინა წლის იგივე პერიოდს 823 მილიონი ლარით აღემატება, 9 თვის გეგმის 87%-ია. თანაბრობით აღინიშნება მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა, რასაც ადასტურებს, რომ არითმეტიკულადაც კი დაახლოებით 66-67%-ია წლიური მაჩვენებლების, 8 თვის გეგმა უნდა იყოს და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შემოსავლებში და ხარჯებში ჩვენ ამ მაჩვენებელზე გავდივართ. გადასახადებზე გითხარით, რომ ეს არის 66%-ი, სხვა შემოსავლებზე არის 65%. არაფინანსური აქტივების კლება , ანუ პრივატიზაცია 71%. გადასახდელებს რაც შეეხება, იანვარ-აგვისტოში გაწეული გადასახდელები ჯამში 6 მილიარდ 10 მილიონი ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83%-ია. იანვარ-აგვისტოში წელს დახარჯულია 660 მილიონი ლარით მეტი 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების იანვარ-აგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე, გაწეულია უკვე 900 მილიონი ლარი, რაც 32%-ით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება შეადგენს 188 მილიონ ლარს, ფონდიდან უკვე დღეის მდგომარეობით გამოყოფილია 390 მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების იანვარ-აგვისტოს ხარჯი შეადგენს მილიარდ 260 მილიონ ლარს,"-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: