რას აპროტესტებენ ვერშემდგარი სტუდენტები და რა ინიციატივით გამოდის მაია მიმინოშვილი?!
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს ხვდება.
როგორც ცნობილის, შეხვედრის მიზანი ეროვნულ გამოცდებში ზღვარგადასულ აბიტურიენტთა საკითხის განსაზღვრაა. შეხვედრამდე მიმინოშვილს ჟურნალისტებთან გაცხადება არ გაუკეთებია. შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 11:00 საათზე დაიწყო.
უნივერსიტეტის გარეთ დარჩენილი აბიტურუიენტები, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს, მეორადი ჩარიცხვის გამოცხადებას 31 აგვისტოდან მოითხოვენ.
2015 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირებული 40 000 აბიტურიენტიდან 28 000-მდე სტუდენტი გახდა. არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტში დარჩენილი ვაკანტური ადგილები - 18 844 ადგილი.