ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ზაზა სოფრომაძე: შშმ პირებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ

ზაზა სოფრომაძე: შშმ პირებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ.

 

 მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, რომ  მთავრობამ დღეს მიიღო ძალიან მნიშველოვანი გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებს, რომლებსაც დღემდე პენსია 100 ლარი ჰქონდა, 160 ლარამდე გაეზარდათ. 

 

"ეს გახლავთ 9 000-ზე მეტი ბავშვი, ამით, ფაქტრობრივად, შესრულდა ის დანაპირები, რომელიც გაჟღერდა ამ რამდენიმე თვის წინ შეზღუდული შეაძლებობების მქონე ბავშვების მშობლებთან", - განაცხადა სოფრომაძემ. 

 

მისი თქმით, მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსიის 160 ლარამდე გაზრდის შესახებ. როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, ასეთი პირი სულ 24 457-ია. 

 

"მთლიანობაში საქართველოს ბიუჯეტს ეს დაუჯდება 3 100 000 ლარი, რომელიც წლის ბოლომდე მობილიზებული იქნება", - განაცხადა სოფრომაძემ. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: