კახა კალაძე:შევძლებთ, რომ საქართველო უახლოეს ხანში ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს

კახა კალაძე:შევძლებთ, რომ საქართველო უახლოეს ხანში ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ საქართველოს მთავრობის წევრებს, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს, დარგის ინვესტორებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზიებს "საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმა" წარუდგინეს.

 

"საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმა" წარმოადგენს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერების დროში გაწერილ პროგრამას, რომელიც ელექტროგადამცემ ქსელში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და მომავალი გამოწვევების საპასუხოდ ხორციელდება.

 

"ჩვენ უნდა შევქმნათ უსაფრთხო, გამართული და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უნდა უზრუნველვყოთ მოსახლეობის, ბიზნესის უსაფრთხოება ელექტრომომარაგების 24-საათიანი, უწყვეტი რეჟიმით. ის პროექტი, რაც არის დასახული ჩვენს და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ, პრინციპულად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, დარგის განვითარებისთვის. ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველო უახლოეს ხანში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოში ელექტროენერგიაზე მოხმარება იზრდება და ამ ზრდას ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ, იმ გენერაციის წყაროების მიერთებით ქსელთან, რა პოტენციალიც საქართველოს გააჩნია.

 

"სწორედ ამ საკითხებზე წარმოვადგინეთ დღეს ჩვენი ხედვა "საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმის" სახით", - განაცხადა ზუმბურიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: