ვანო მერაბიშვილს აჭარელი ბიზნესმენი უჩივის

ვანო მერაბიშვილს აჭარელი ბიზნესმენი უჩივის

რამდენიმე დღის წინათ, აჭარელმა ბიზნესმენმა, სერგო ბერიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. იგი დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილს მალე სასამართლოში შეხვდება.

 

ბიზნესმენი 2007 წელს კომპანია ,,ბათფარმისთვის" თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მან ციხეში ოთხი წელი და ხუთი თვე დაჰყო.

როგორც სერგო ბერიძე სააგენტო Gurianews-თან ინტერვიუში აცხადებს, მას ბიზნესის გაფართოების საშუალება არ მისცეს, უფრო მეტიც, ამისთვის სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ დაიჭირეს. 

 

 ,,როდესაც მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობა დავიწყე, ჩემთან მოვიდა ,,ბათფარმის" დირექტორი, ვანო მერაბიშვილის ქვისლი, გელა გიგოლაშვილი და მითხრა, რომ ,,კოდა" ჩვენი ფირმაა და აქ ქათმების ფერმას ვერ ააშენებო, თანაც მერაბიშვილის სახელით მემუქრებოდა. მე რომ არ დავემორჩილე, ადგნენ და აბსურდული მიზეზით დამიჭირეს", – აღნიშნა ბიზნესმენმა სერგო ბერიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: