ზურაბ ჭიაბერაშვილი: შუალედურ არჩევნებზე გავიარეთ რეგისტრაცია, რათა გამოვიყენოთ თავისუფალი საეთერო დრო

ზურაბ ჭიაბერაშვილი: შუალედურ არჩევნებზე გავიარეთ რეგისტრაცია, რათა  გამოვიყენოთ თავისუფალი საეთერო დრო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის გავლის თაობაზე, განმარტებას აკეთებს. 

 

როგორც პარტიაში აცხადებენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 31 ოქტომბერს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში მონაწილეობას არ იღებს, შესაბამისად, არ წარადგენს კანიდადატებს და არ დანიშნავს წევრებს საარჩევნო კომისიებში. 

 

აქვე პარტის წევრები აცხადებენ, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა, რათა კანონით მინიჭებული უფასო საეთერო დრო გამოიყენოს და საზოგადოებას კარგად გააცნოს 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზები.

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ის ერთგული რჩება იმ სიტყვისა, რაც განვაცხადეთ, როდესაც შევუერთდით სხვა პარტიების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს ამასთან დაკავშირებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატებს, არ გვეყოლება წევრები საარჩევნო კომისიაში არც საოლქო, არც საუბნო დონეზე. იმავდროულად, ჩვენ გავიარეთ რეგისტრაცია, რათა ვისარგებლოთ კანონით მონიჭებული უფლებით და გამოვიყენოთ თავისუფალი საეთერო დრო, რომ საზოგადოებას კარგად ავუხსნათ ჩვენი ბოიკოტის მიზეზები, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს და ამავდროულად, ორი საპარლამენტო ადგილის მოპოვებაც კი საერთო ფონს ვერ შესცვლის. ამას სჭირდება ხელისუფლების წასვლა და ახალი მთავრობის დაკომპლექტება",-აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ  "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 31 ოქტომბერს დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: