თენგიზ გუნავას ოჯახი კმაყოფილია?!

თენგიზ გუნავას ოჯახი კმაყოფილია?!

სამეგრელო-ზემო სავანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა დღეს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. 

როგორც "ივერიონთან" საუბრისას თენგიზ გუნავას ბიძამ გურამ გუნავამ, რომელიც ბოლო ხუთი წელია აბაშის გამგებელია, განაცხადა, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. 

 

"შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო თანდათან ჯდება იმ რეჟიმში, რასაც სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო ჰქვია", _ ამბობს  გურამ გუნავა.

 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა 15 ნოემბერს დააკავეს და ის დღეს გირაოს სანაცვლოდ  _ 10 000 ლარის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: