უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იაცნეიუკსა და სააკაშვილს შორის მომხდარი კოფლიქტი ხალხის უკმაყოფილების შედეგია
უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცნეიუკსა და ოდესის გუბერნატორ მიხელ სააკაშვილს შორის მომხდარი კოფლიქტი – ხალხის უკმაყოფილების შედეგია.
ამის შესახებ პოროშენკომ უკრაინული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ეს იმ გამოძახილის ანარეკლია, რაც რეფორმების გატარების სიღრმითა და ტემპით არის გამოწვეული. ხალხშია უკმაყოფილებაა. მე როგორც პრეზიდენტს უკმაყოფილება პრემიერ-მინისტრის, უკმაყოფილება სააკაშვილის მიმართ მაქვს",- განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, სააკაშვილსა და იაცენიუკს შორის არავითარი კონფლიქტი არ არსებობს. ვითარების გამოსწორების სურვილი პრემიერსაც და ოდესის გუბერნატორსაც გააჩნია",-აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
წყარო: http://primetimenews.ge/