საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება. დაცული ტერიტორიები ფშავ-ხევსურეთში შეიქმნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა შატილსა და მუცოში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება. პირიქეთა ხევსურეთში სოფელ როშკაში საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ, _ იტყობინება გარემოს დაცვის სამინისტრო.

 

პროექტი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.

 

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: