კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს

კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს

მსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტ ბეჟალელ მაჩლისს და ELBIT- ის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პროექტს, რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 85 მილონი დოლარია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელება და ორმხრივი თანამშრომლობა იქნება საიმედო და ნაყოფიერი.

 

დღეს თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ეყრება საფუძველი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: