ირაკლი ჩიქოვანი : ხელისუფლებას ნათელი წარმოდგენა არ აქვს, რა საარჩევნო რეფორმას ატარებს 2016 წლისთვის

ირაკლი ჩიქოვანი : ხელისუფლებას ნათელი წარმოდგენა არ აქვს, რა საარჩევნო რეფორმას ატარებს 2016 წლისთვის

იმისთვის, რომ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო რეფორმა გატარდეს,  "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება გვაკლია,განცხადება ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. 

 

დეპუტატის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებას "თავისუფალი დემოკრატები" მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუკი მრავალმანდატიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდება. 

 

"საარჩევნო რეფორმის გატარება შეიძლება ძალიან სწრაფად, ძალიან მალე. ეს ქვეყანას გაცილებით ნაკლები დაუჯდება და არ გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლებამ რაღაც მცდელობები უზრუნველყოს იმისთვის, რომ დახლიჩოს, დაგლიჯოს საქართველო, რათა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შეინარჩუნოს. ხელისუფლებას არა აქვს ნათელი წარმოდგენა, თუ რა რეფორმას ატარებს 2016 წლისთვის, ან თუნდაც 2020 წელს. პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საზოგადოებამ გაერთიანებული შესაძლებლობებით უნდა შევძლოთ ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას იმისთვის, რომ ქვეყანაში ნორმალური პარლამენტი გვყავდეს. ნორმალური პარლამენტი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში ისხდნენ ის ძალები, იმ დოზით, რა დოზითაც მას ამომრჩეველი უჭერს მხარს", - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: