მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დაყოფა-გაერთიანების სამუშაო ვარიანტი მზად არის

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დაყოფა-გაერთიანების სამუშაო ვარიანტი მზად არის

2016 წლის მოწვევის პარლამენტში თბილისს სავარაუდოდ - 19 მაჟორიტარი დეპუტატი, ქუთაისსა და ბათუმს სამ-სამი, ხოლო რუსთავს , ფოთს, მარნეულს, გორსა, ზუგდიდს, ორ-ორი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

 

ამავე სამუშაო გეგმის თანახმად, ერთიანდება და ერთი მაჟორიტარით იქნება წარმოდგენილი შემდეგი გაერთიანებული საარჩევნო ოლქები: დმანისი-წალკა, სიღნაღი-დედოფლისწყარო, დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთი, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა, თერჯოლა-ტყიბული, ამბროლაური-ონი-ცაგერი, მესტია-ლენტეხი, ლანჩხუთი-ჩოხატაური, ხულო-ქედა-შუახევი, მარტვილი-აბაშა, წალენჯიხა-ჩხოროწყუ, ხარაგაული-ბაღდათი, ვანი-ხონი. არსებული ინფორმაციით, ერთიანდება გარდაბანი და თეთრიწყარო, თუმცა მას ორი საარჩევნო ოლქი ექნება.

 

თითო-თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ექნება: საგარეჯოს, გურჯაანს, ლაგოდეხს, ყვარელს, თელავს, ახმეტას, ბოლნისს, მცხეთას, კასპს, ბორჯომს, ახალქალაქს, ნინოწმინდას, საჩხერეს, ზესტაფონს, სამტრედიას, ჭიათურას, წყალტუბოს, ოზურგეთს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ქარელს, ხაშურს, ხობს და სენაკს. 

 

არსებული მაჟორიტარული ოლქების დაყოფა-გაერთიანება, მათ შორის ხმათა პროპორციის დაცვის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ჯერ ინიცირებული არ არის. 

ამასთან, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის მრავალმანდატანი პროპორციული სისტემით შეცვალს ითვალისწინებს, თუმცა მმართველი გუნდი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2016 წლის არჩევნების შემდეგ გეგმავს. მანამდე კი დაგეგმილია ამომრჩეველთა ხმების გამოთანაბრების პრინციპით, რიგი ოლქების დაყოფა და რიგი ოლქების გაერთიანება. 

 

 

 

წყარო:http://www.interpressnews.ge/ge/politika/344399-mazhoritaruli-saarchevno-olqebis-dayofa-gaerthianebis-samushao-varianti-mzad-aris.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: