მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის პეტიციას საკმარისი მხარდამჭერი ჰყავს
უკრაინის მთავრობას სათავეში შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგეს. პრემიერად მისი დანიშვნის შესახებ პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული და მას უკვე მოაწერა ხელი 25 ათასმა საარჩევნო უფლების მქონე პირმა. ხელმოწერების ეს რაოდენობა კი საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მეთაურობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდეს.