რუსეთი ახალი სანქციებისთვის ემზადება

რუსეთი  ახალი სანქციებისთვის  ემზადება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დონბასში, აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ გაამკაცრებს. 

 

"ჩვენ ვფიქრობთ, დამოუკიდებლად იმისგან, თუ რა მოხდება დონბასში, რამდენიმე მიმართულებით სანქციების რეჟიმის გამკაცრებას უნდა ველოდოთ", - განაცხადა რიაბკოვმა. 

 

მისივე თქმით, გასულ კვირას რუსეთის იურიდიული პირების, მათ შორის, "როსობორონექსპორტის" წინააღმდეგ ამერიკული სანქციის გატარება, ეს არის გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და მთლიან სახელმწიფო მექანიზმში საქმიანობის გართულებისკენ. 

 

"საერთაშორისო ფინანსური მომსახურებების სფეროში ჩვენი კოლეგები აშშ-დან და ევროკავშირიდან ძალისხმევას გააძლიერებენ, რომ ყველა ხვრელი დაგმანონ. ჩვენ ეს გვესმის და მოგვიწევს, ვისწავლოთ ამ პირობებში მუშაობა",  - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: