გიორგი მღებრიშვილი ისრაელის სახელმწიფო ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ბატონ ფუქსს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები გააცნო. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობისა და მისი გაღრმავების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ისრაელის მხარესთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა და მის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.