კანონი ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე, პირველი მოსმენით მიღებულია
კანონი ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე, საქართველოს პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას აღსრულების ეროვნული ბიურო და საბანკო სექტორი აპროსტესტებენ. ბიუროს თავმჯდომარის იოსებ ბაღათურიას განცხადებით, კანონპროექტის უკან გადადმული ნაბიჯია როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
"ეს პრობლემებს შექმნის საკუთრების უფლების რეალიზაციის ფარგლებში, ვერ მოხდება მესაკუთრის უფლების დაცვის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, რაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს და მესაკუთრეს", - აცხადებს იოსებ ბაღათურია.
ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე კანონპროექტი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებულია. კანონის მიღების შემდეგ საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი გაუქმდება და ამის განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობითა და თანხმობით იქნება შესაძლებელი.