გოგი თოფაძე: ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე გააკეთა!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბევრს აკეთებს სამოქალაქო მოღვაწეობით და არ ჰგონია, რომ პოლიტიკაში ისევ დაბრუნდეს.
"ბიძინა ივანიშვილს 20 წელია ვიცნობ, ის ქვეყნის გულდამწვარი პატრიოტია და ბევრი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის. რაც შეეხება მის დაბრუნებას, არა მგონია, რომ ის დაბრუნდეს პოლიტიკაში. როცა გადადგა, თავისი მოსაზრება ჰქონდა. ბევრს აკეთებს სამოქალაქო მოღვაწეობით და არა მგონია, დაბრუნდეს", - განაცხადა თოფაძემ.