გოგი თოფაძე: ირაკლი ღარიბაშვილი პერსპექტიული პრემიერ-მინისტრია!

გოგი თოფაძე: ირაკლი ღარიბაშვილი პერსპექტიული პრემიერ-მინისტრია!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული პრემიერ-მინისტრია.

 

"ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული პრემიერ-მინისტრია. ირაკლი უფრო პრინციპულია, ვიდრე კოალიციის ბევრი წევრი და ის ძალიან კარგად მართავს ქვეყანას. ამას მოწმობს ის, რაც გაკეთდა ქვეყანაში. მათ შორის, ის ულტრათანამედროვე საწარმოები, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილი არის ნიჭიერი პრემიერი", - განაცხადა თოფაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: