თბილისის მერმა არქიტექტურის სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, დავით ნარმანიამ არქიტექტურის სამსახურის უფროსს ნინო ღოღობერიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი განცხადებით, ნინო ღოღობერიძე მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
"არქიტექტურის სამსახურის უფროსს, ნინო ღოღობერიძეს ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ჩვენს მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, ის კერძო სექტორში გადადის. მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო გაწეული ერთწლიანი საქმიანობისთვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.