გოგი თოფაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან დაშვებული იყო შეცდომები

გოგი თოფაძე:  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან დაშვებული იყო შეცდომები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგო თოფაძის განცხადებით, ,,ეროვნული ბანკის"" შესახებ კანონის მიღების მთავარი მიზანი ეროვნულ ბანკზე მეტი კონტროლის დამყარების მცდელობაა.

 

როგორც თოფაძემ  განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან დაშვებული იყო შეცდომები.

 

,,რა პანიკაა ახლა? ჩვენ ვთქვით, რომ დაშვებული იყო შეცდომები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, უკვე თითქმის 10 წელია მართავს. სამწუხაროდ, მან არასწორი ნაბიჯები გადადგა. რა სანაპიკო გახადა, რომ იქნება რაღაც გარკვეული კონტროლი? იყოს ახლა, რა მოხდა შემოწმდეს?! იქნება კონტროლის ქვეშ და აქამდე იყო პრაქტიკულად უკონტროლოდ"", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

 

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ამ კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ სამართლებრივი დევნაც დაიწყოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: