ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა გონივრულად გამოიყენოს

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა  გონივრულად გამოიყენოს

საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს არა დაპირისპირების, არამედ შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი.

 

ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა მაქსიმალურად გონივრულად გამოიყენოს.

 

"ჩვენი მიზანია, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. არ გვსურს, საქართველო იყოს დაპირისპირების ადგილი, არამედ საქართველო უნდა იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი. ეს არის მისია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ასრულებდა. ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური წინსვლა ამ მისიის შესრულებაში და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მივაღწიოთ შედეგს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 პრემიერის თქმით, ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, მიიღონ მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაზეც აქცენტი ჩინეთის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.

 

"ეს არის სერიოზული განაცხადი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მიგვეღწია ჩინური კომპანიების ჩართულობისთვის ამ პროექტში. ამას გარდა, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს გამოვეხმაურე ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას და ჩემი ინიციატივა გავაჟღერე გაეროს ასამბლეაზე, ვგულისხმობ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს". ფორუმზე ველოდებით 200–მდე წარმომადგენელს ჩინეთიდან. ასე რომ, მთელი რიგი მსხვილი პროექტების განხილვა მიმდინარეობს ამჟამად, რაც არის კარგი დასაწყისი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: