რომან გოცირიძე: სანამ ქვეყანაში არ შემოვა იმდენი ვალუტა რამდენიც გადის, ლარი სტაბილური არ გახდება

რომან გოცირიძე: სანამ ქვეყანაში არ შემოვა იმდენი ვალუტა რამდენიც გადის, ლარი სტაბილური არ გახდება

ქვეყანაში არ შემოვა იმდენი ვალუტა რამდენიც გადის, ლარი სტაბილური არ გახდება, -- განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა რომან გოცირიძემ.

 

"ეს, შეიძლება, მოკლევადიანი რყევა იყოს, თუმცა ფუნდამენტური ფაქტორები ჯერჯერობით არ არის მოხსნილი. სანამ ქვეყანაში არ შემოვა იმდენი ვალუტა, რამდენიც გადის, მანამ ყოველთვის იქნება ლარის მიერ ახალი წონასწორობის კურსის ძიების პროცესი. და თუკი ლარი უფასურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გადის უფრო მეტი ვალუტა, ვიდრე შემოდის. ანუ ისევ არის ძველი პრობლემები, იკლო ექსპორტმა, იკლო გადარიცხვებმა. რაც შეეხება საზედამხედველო სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფას, მას ლართან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ეს იყო წმინდა პოლიტიკური აქცია და, ფაქტობრივად, ხალხს ატყუებდნენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: