საქართველო ოსკარზე ლევან თუთბერიძის ფილმ ,,მოირას" წარადგენს

საქართველო ოსკარზე ლევან თუთბერიძის ფილმ ,,მოირას" წარადგენს

ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე წარსადგენად სპეციალურად შექმნილმა კომისიამ რეჟისორ ლევან თუთბერიძის ,,მოირა" შეარჩია. კომისიას გამარჯვებული ორ ფილმს შორის უნდა ამოერჩია - ლევან თუთბერიძის "მოირასთან" ერთად განიხილებოდა ასევე მოჰსენ მახმალბაფის ,,პრეზიდენტი", რომელიც ოთხი ქვეყნის: საქართველოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის კინოპროდუქციას წარმოადგენს.

 

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინსიტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ასევე მსახიობი ნატო მურვანიძე, სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე. მათ რეჟისორ ლევან თუთბერიძეს გამარჯვება მიულოცეს.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: