დალია გრიბაუსკაიტე: უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველომ რეფორმები უნდა განახორციელოს
ლიტვის პრეზოდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ნატოში უკეთესი ინტეგრირებისთვის და რეგიონში უსაფრთხოების გაზრდისთვის, საქართველომ რეფორმების გეგმა უნდა განახორციელოს.
გამოცემა Delfiი-ის ცნობით, ამის შესახებ გრიბაუსკაიტემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ვილნიუსში ვიზიტის დროს ისაუბრა.
" საქართველოსთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც აძლიერებს საქართველოს, მის დემოკრატიას და თავდაცვისუნარიანობას. ლიტვის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავს გარდაქმნას სჭირდება დრო და ძალისხმევა. ნამდვილი ცვლილებებისთვის საჭიროა არამხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერა, არამედ ყველა პოლიტიკური ძალის სოლიდარობა რეფორმირების პროცესში" -
განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.