ოთარ დანელია: 2013-2014 წლებში მხოლოდ რთველით, მხოლოდ კახეთში, 300 მილიონ ლარამდე შევიდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2013 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის დაფინანსების, დაკრედიტების და ხელშეწყობის ფარგლებში, დარგში 1 მილიარდ 800 მილიონამდე ლარი იქნა მობილიზებული.
"2013-2014 წლებში მხოლოდ რთველით, მხოლოდ კახეთში, 300 მილიონ ლარამდე შევიდა. საერთო ჯამში ნახევარ მილიარდ ლარამდე სარგებელი შევიდა ქართველი გლეხების პროდუქციის რეალიზაციიდან, მხოლოდ 2 წლის განმავლობაში.დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. საშუალოდ, ყოველწლიურად გასულ წლებშიც იყო მინიმუმ სეტყვის 20 შემთხვევა და დაახლოებით 20-დან 26 ათას ჰექტრმდე დაზიანებული ტერიტორია. დღეს ეს მდგომარეობა გახლავთ 39-დან 36 ასპროცენტიანი პრევენცია, ანუ ჯამში 95%-ზე მეტი პრევენცია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან ეფექტური სისტემა და ვგეგმავთ საქართველოს სხვა რეგიონში ანალოგიური პროექტის განხორციელებას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.