სერგეი ნარიშკინი: რუსეთის დელეგაცია 2016 წელს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს

სერგეი ნარიშკინი: რუსეთის დელეგაცია 2016 წელს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს

რუსეთის დელეგაცია 2016 წელს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმის სპიკერმა , სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

 

"ვადასტურებ, რომ რუსეთის დელეგაცია აქტიურად აპირებს მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, ჯერ ვენაში და შემდეგ ზაფხულში თბილისში", - აღნიშნა ნარიშკინმა ეუთო-ს თავმჯდომარე ილკა კანერვასთან შეხვედრისას. 

 

ნარიშკინმა ეუთო-ს ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს უკრაინის თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უკრაინაში სოციალური და პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასა და ქვეყანაში მშვიდობის აღდგენაში. 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე სესია თბილისში 2016 წლის ზაფხულში გაიმართება. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: