ეკა გიგაური: ბატონი ტურავას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელის არ მოწერა, სრულიად სამარცხვინო ფაქტია

ეკა გიგაური: ბატონი ტურავას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელის არ მოწერა, სრულიად სამარცხვინო ფაქტია

ბატონი ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელის არ მოწერა (რაც მას კანონით ეკრძალება), "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო", არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი და რთულია დაიჯერო, რომ ამის უკან სულ ცოტა მისი პირადი პოლიტიკური მოტივები არ დგას. ამ განცხადებით საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა მოსამართლე ტურავას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში   გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილების ვერ გამოცხადება შეაფასა.აღნიშნულ სტატუსს ეკა გიგაური Fcebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 

 

"ბატონი ტურავა ვერ ხვდება, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ გიგი უგულავაზე, რომელიც ბრალის დამტკიცების გარეშე 9 თვეზე მეტია ზის საპატიმროში, საუბარია საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე,რომელიც მომავალში შეიძლება იჯდეს წინასწარ პატიმრობაში წელიწადზე მეტ ხანს ისე, რომ ბრალი დამტკიცებული არ ჰქონდეს ან მის მიმართ 9 თვიანი ვადის გამოყენების ნორმა მის საზიანოდ იყოს განმარტებული სამართალდამცავებისა და სასამართლოს მიერ. ზუსტად ამის განმარტების მცდელობა ჰქონდა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ......იმედია მოსმენების კანონისა და "ეს შენ გეხებას" სარჩელის გახილვის დროს მსგავსად არ მოიქცევა!"- წერს სოციალურ ქსელში ეკა გიგაური. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: