კახა კალაძე:დენის გრაფიკების დრო აღარასდროს დაბრუნდება!

კახა კალაძე:დენის გრაფიკების დრო აღარასდროს დაბრუნდება!

გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ მოსახლეობას  ზამთარში ელექტროენერგია  შესაძლოა გრაფიკით მიეწოდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს დრო საქართველოში აგარ დაბრუბრუნდება, ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

 

"მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დრო საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის პრობლემა დღეს რეალურად ჩვენი ქვეყნის წინაშე არ დგას. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ იმისათვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ შიდა ბაზარი, არამედ ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ვიყოთ ერთ-ერთი წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა ევროპაში და ამის შესაძლებლობა ნამდვილად გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია ამ რესურსების რაციონალურად ათვისება, სადაც ქვეყნის და ხალხის ინტერესი იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: