გიგა ბედინეიშვილი: დევალვაცია აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციას

გიგა ბედინეიშვილი: დევალვაცია აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციას

ლარის დევალვაცია შესაძლოა უკვე ინფლაციაში გადაიზარდოს. ეკონომიკური ექსპერტების შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება, რასაც ხელს უწყობს ტურისტული სეზონის დასრულებაც, შემცირებული გადმორიცხვები და რუსეთზე დამოკიდებულება.

 

"დევალვაცია აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციას, ნავთობის ფასის კლებისკენ არის საქმე წასული, ეს გამოიწვევს ალბათ რუბლის დასუსტებას, სამწუხაროდ ჩვენ უფრო მიბმული ვართ რუსეთზე, ამიტომ ეს დაგვარტყამს, ასევე დაგვარტყამს აზერბაიჯანში მანათის სისუსტე. ქვეყნის შიგნით კი გრძელდება უპასუხისმგებლებო პოლიტიკა, რადგან ლამის ყველაფრის სუბსიდირებაზე გადავედით," - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა რუსთავი 2 საუბრისას.

 

"ლარის გაუფასურების ტენდენცია ძირითადად გამოიწვია ტურისტული სეზონის დასასრულმ. საკმარისია მცირეოდენი რყევა იქნება ეს ტურიზმის თუ სხვა სფეროში, რომ იმ მყისვე აისახება ლარის კურსზე, შესაძლოა დღევანდელმა ახალი ნიშნული იპოვოს და კიდე უფრო გაუფასურდეს," - განაცხადა ბესო ნაჩბაიძემ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: