კახა კახიშვილი: მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ციხეში

კახა კახიშვილი: მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ციხეში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა  კახა კახიშვილმა დღეს გამართულ  სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პრობაციის სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე   საქართველოს მთავრობის ახალ მიდგომებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა,   მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდეს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ციხეში.

 

"ჩვენ ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დანერგვაზე. ძალიან მალე გადავალთ ვიდეომონიტორინგის სისტემაზე და სამაჯურებით დავიწყებთ შინაპატიმრობის კონტროლს, რაც სერიოზული ნოვაციაა ალტერნატიული სასჯელების მიმართულებით.  ამით პატიმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება," _  განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: