გია ვოლსკი: "ნაციონალურ მოძრაობას" ეტყობა ძალიან აერია

გია ვოლსკი: "ნაციონალურ მოძრაობას" ეტყობა ძალიან აერია

გიგი უგულავას საქმეზე შესაძლო პოლიტიკურ ზეწოლა ,,ნაციონალურ მოძრაობაში" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ვოლსკის განცხადებით ახსნეს.

 

როგორც გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მოსამართლე 40- გვერდიან საქმეს მცირე დროში ვერ გაეცნობოდა.

 

"არანაირი უფლება ვოლსკის არ აქვს, რომ ეს იცოდეს, სამოტივაციო ნაწილი რომ 40 გვერდიანია, ეს ვოლსკიმ არ უნდა იცოდეს," - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გივი თარგამაძემ ვოლსკის კომენტარის შეფასებისას,

 

საპასუხოდ, ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მან "40 გვერდიანი საქმე" პირობითად ახსენა. მისი თქმით, დეპუტატს ელემენტარული ჭკუა უნდა ქონდეს, იმის მისახვედრად, რომ ასეთ დროს იდება სქელტანიანი დადგენილება.

 

,,ნაციონალურ მოძრაობას ეტყობა ძალიან აერია. ვიცი, რომ საკმაოდ სქელტანიანი დადგენილებები კეთდება ასეთ დროს. დეპუტატს ელემენტარული ჭკუა უნდა ქონდეს, რომ მიხვდეს, რომ ასეთ დროს იდება სქელტანიანი დადგენილება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: