ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ყოფილი მერი "ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ყოფილი მერი "ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, "ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე განახლდება.

 

ადვოკატების შეფასებით, ხელისუფლება სასამართლოსთან ალიანსში ცდილობს, უგულავა კვლავ უკანონო პატიმრობაში დააბრუნოს.

 

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ღამე მიიღო.

 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: