პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ. 

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საბჭოში წარსადგენად მეხუთე კანდიდატს მთავრობა ოქტომბერში წარადგენს. 

 

"საბჭოში წარსადგენად მეხუთე წევრს მთავრობა ოქტომბერში წარადგენს. ყველაფერი კანონით არის განსაზღვრული და კონკრეტული კრიტერიუმებით არის გაწერილი. ვინაიდან ამ კანდიდატებს ვალდებულებები უნდა აეღოთ, შესაბამისი რაოდენობების განცხადებები არ ყოფილა შემოსული", - განაცხადა შალვა თადუმაძემ. 

 

პარლამენტში ოთხი კანდიდატურა შევიდა. 

 

კერძოდ, საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 7 წევრიდან 5-ს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით - სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: