დიმიტრი ქუმსიშვილი:საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას ველოდებით!

დიმიტრი ქუმსიშვილი:საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას ველოდებით!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას ელოდებიან.

 

როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა,  მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს იმას, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეროვნულ ვალუტაზე მიმდინარე ეტაპზე და წლის ბოლოსთვის 100-180 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა მოვა.

 

"აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთან სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ყველა ეს უწყება მუშაობს სინქრონულად იმისათვის, რომ ის მოლოდინები, რაც ბაზარს არასწორად ჩამოუყალიბდა, შემოვატრიალოთ და რეალურად იმ მაკროეკონომიკურ ტრენდზე მივმართოთ, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: