აშშ-ის საელჩო გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

 

"შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპებისადმი. ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ამყარებს საქართველოს, როგორც კანონებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე დემოკრატიის მქონე სახელმწიფოს იმიჯს, სახელმწიფოსი რომელიც იცავს კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს მისი ყველა მოქალაქის მიმართ. ხაზს ვუსვამთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა საქმე განხილულ იქნას სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით."- აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: