მამაუკა არეშიძე:სიტუაცია რომ შემოატრიალოს, აუცილებელია რადიკალურ ცვლილებებს მიჰყოს ხელი
ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით ხელისუფლების ნაწილი არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, ნაწილი კი მიზანმიმართულ საბოტაჟს ეწევა, როგორც არეშიძე აცხადებს უგულავას საქმემ ამ ფაქტის გამოსავლენად ლაკმუსის ქაღალდის ფუნქცია შეასრულა.
"ივანიშვილი ან პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ან ქვეყნიდან წავიდეს. სიტუაცია რომ შემოატრიალოს, აუცილებელია რადიკალურ ცვლილებებს მიჰყოს ხელი. არჩევნების დროს დაშვებული იყო შეცდომა, როცა კადრები შეირჩა პირადი ერთგულების და პროფესიული ნიშნით. მაგრამ მაშინ ფორსმაჟორი იყო და ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდით. რა განცხადებაც გააკეთეს ირაკლი ალასანიამ და სხვებმა, დარწმუნებული ვარ, ეს არის საგარეო მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადებები, იმიტომ, რომ ძალიან კარგად მახსოვს ვინ რას ლაპარაკობდა უგულავაზე და მისი ცხოვრების წესზე და რა დანაშაულებში სდებდნენ მას ბრალს. შემდეგ უკვე ყველა დაკავებული იყო კონსტიტუციის გადაკეთება- გადმოკეთებით. სინამდვილეში ყველას ფეხებზე ეკიდა კონსტიტუცია. როცა წინა ხელისუფლება კონტიტუციას საკუთარ თავზე ირგებდა, მაშინ ხმა არავის ამოუღია და ახლა გადაირია სულყველა. უბედურება ის არის, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს საქართველოში პოლიტიკის კეთებას და არა საქმის აუცილებლობიდან გამომდინარე სიტუაცია.
დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ ხელისუფლებაში არიან, ერთი მხრივ, არაპროფესიონალები და მეორე მხრივ , საბოტაჟით დაკავებულნი, ყურს არავინ იბარტყუნებდა, შედეგიც მივიღეთ. ამ თვალსაზრისით უგულავას საქმე არის ლაკმუსის ქაღალდი... "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საბოტაჟი გასაკვირი არაა. სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ მხელისუფლებაში არსებობენ ძალები, ვინც საბოტაჟით არის დაკავებული... პრემიერი არის მარტო და საქმე გვაქვს ტოტალურ საბოტაჟთან"- განაცხადა მამაუკა არეშიძემ.