დავით უსუფაშვილ: ვცდილობთ, ჩვენი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს დავუახლოვოთ
ვცდილობთ, ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების სტანდარტები, რაც შეიძლება მეტად დავუახლოვოთ იმ სტანდარტებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში ყველაზე მაღალია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს "რედისონში" გამართულ სემინარზე განაცხადა.
დღევანდელი სემინარის მთავარი საკითხია "ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში პარლამენტის როლი", რომელსაც საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინისა და აზრბაიჯანის დეპუტატები და ევროპარლამენტის დელეგაცია ესწრებიან.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სემინარზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება ქვეყნის კანონმდებლობის მაღალ სტანდარტებთან დასაახლოებლად, ისევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი ამ მიმართულებით.
"ვცდილობთ, ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების სტანდარტები, რაც შეიძლება მეტად დავუახლოვოთ იმ სტანდარტებს, რომელიც, არ გადავაჭარბებ, როდესაც ვიტყვი, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის ყველაზე მაღალი. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამისთვის, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.