სოსო რობაქიძე: ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა... ნაციონალებს "ყურძნების რევოლუცია" ჩაუფლავდათ!

სოსო რობაქიძე: ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა... ნაციონალებს "ყურძნების რევოლუცია" ჩაუფლავდათ!

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ საუბრობს.

 

რობაქიძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს და "ყურძნის რევოლუციას" განვითარების საშუალება არ მისცენ.

 

"ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა... ნაციონალებს "ყურძნების რევოლუცია" ჩაუფლავდათ, ამ ნაძირალა პაპუაშვილის მიერ მოწყობილი მასკარადიც ჩაუფლავდათ, მაგრამ ესენი არ გაჩერდებიან და ქართველ ხალხს მშვიდი ძილი არ უწერია მანამ, სანამ სააკაშვილს ოდესიდან არ ჩამოათრევენ და გველივით არ გაუჭეჭყავენ თავს!

 

გიორგი პაპუაშვილმა ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე კბილებით დაიცვა და ჩემი და ბუტას დედის ია მეტრეველის ჩვენებები "ირიბ ჩვენებად" ჩათვალა. ამის შემდეგ რომელი გამოვა და მეტყვის, რომ პაპუაშვილს კანონთან და სამართალთან რამე შეხება აქვსო? ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება ის უბედურება და სიბინძურე, რასაც ეს სექტანტები ცხრა წლის განმავლობაში სჩადიოდნენ და თუ ხელისუფლება ამ სექტას არ გაასამართლებს, მაშინ იგი ბანკროტად გამოცხადდება! რომელი "ყურძნების რევოლუცია" უნდა მოაწყოს ნაძირალა ღვინიაშვილმა და მისმა სექტამ, როცა მაგათ დროს კახელმა გლეხმა ვაზის აჭრა დაიწყო?!"- აღნიშნავს რობაქიძე. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: