მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას ასევე აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 2003-2004 წლებში, მიხეილ ჯანელიძე სამინისტროს საგარეო პოლიტიკის ანალიზისა და კველვის ცენტრში საქმიანობდა.
ამ პოსტზე მიხეილ ჯანელიძემ დავით დონდუა შეცვალა. დავით დონდუა საქმიანობას უწყებაში მინისტრის მოადგილის რანგში გააგრძელებს.