დავით თევზაძე: დავით თევზაძე საზოგადოების სამსახურში ბრუნდება!

დავით თევზაძე: დავით თევზაძე საზოგადოების სამსახურში ბრუნდება!

 მოძრაობა "საქართველო მშვიდობისათვის" დამფუძნებელი დავით თევზაძე პოლიტიკაში აქტიურად მოსვლს აანონსებს და გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბარში აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მზადება უკვე დაიწყო.

 

"რამდენიმეთვიანმა საქმიანობამ დამარწმუნა, რომ სამოქალაქო მოძრაობა "საქართველო მშვიდობისათვის" ვერ შეასრულებს იმ ამოცანებს, რაც განზრახული გვქონდა და დადგა დრო, მოძრაობამ პოლიტიკურ სივრცეში გადაინაცვლოს. დროა, პოლიტიკაში გამოჩნდნენ პროფესიონალები. ზედმიწევნით კარგად ვიცი - ვინ ვინ არის და ვის რა ხელეწიფება, ერთი სიტყვით, მშვენივრად ვფლობ იმ არსენალს, რაც პოლიტიკოსს ამ ეტაპზე სჭირდება.

ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გავაკეთებთ და დეტალებიც მაშინ გახდება ცნობილი. ერთს კი გეტყვით - არჩევნებისთვის სერიოზულად მოვემზადებით. დავით თევზაძე საზოგადოების სამსახურში ბრუნდება."- აღნიშნავს დავით თევზაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: