ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს მინისტრებმა დევნილების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფ 120 ათას მიგრანტთან დაკავშირებით, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილება მიიღეს. უცხოური სააგენტოები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებაინ, რომ დღევანდელ სხდომაზე დევნილთა გადანაწილების შესახებ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს უნგრეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა. მანამდე პოლონეთიც უარყოფით პოზიციას აფიქსირებდა. თუმცა, მხარდაჭერა მაინც გამოხატა.
ხვალ დევნილების თემაზე ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტიც არის დაგეგმილი.