მიხეილ გიორგაძე: "პანორამა თბილისთან" დაკავშირებული საკითხის წამოწევა ჩემთვის გაუგებარია
"პანორამა თბილისთან" დაკავშირებული საკითხის თავიდან წამოწევა, თან ასეთი სიმწვავით, ჩემთვის გაუგებარია, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კულტურის მინისტმა, მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულმა პროექტმა თავის დროზე ძალიან ბევრი ექსპერტის ხელში გაიარა და მერიაში გამართული ღია და გამჭვირვალე განხილვების შემდეგ დაამტკიცეს.
"ერთი არის შეფასებები, მეორე განხილვის პროცესი, რომელიც გაიარა ამ პროექტმა. ყველას ჰქონდა საშუალება, თავისი შენიშვნა დაეფიქსირებინა, რაც თავის დროზე გაკეთდა. მეტიც, არა უბრალოდ პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ, არამედ განხილვაში კონსტრუქციულად მონაწილეობის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, პროექტთან დაკავშირებით მათი კორექტირებები იყო გათვალისწინებულიც. ახლა თავიდან ამ საკითხის წამოწევა, თან ასეთი სიმწვავით, პირადად ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა გიორგაძემ.
"მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნულ წინადადებაზე უარი ითქვას და თბილისის ისტორიული უბნები დაცული იყოს მშენებლობისგან. თბილისი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ისტორიული დედაქალაქი, ამჟამად საფრთხის ქვეშაა", - ნათქვამია წერილში.